- ორშაბათიდან კვლავ არ იმოძრავებს სამგზავრო მატარებლები;
- აკრძალული რჩება 10 პირზე მეტის შეკრება [ქორწილი, ქელეხი და სხვა მსგავსი ღონისძიებები];
- საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას აუცილებელია პირბადე;
- ტაქსით დასაშვებია მაქსიმუმ 2 მგზავრის გადაყვანა [ამასთან, აკრძალულია მძღოლის გვერდით მგზავრის ყოფნა];
- აკრძალულია სპორტული, კულტურული და გასართობი ღონისძიებების ორგანიზება/ჩატარება; სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროცედურები და აქტივობები;
- დახურულ სივრცეში სავალდებულოა პირბადის ტარება.
ორშაბათიდან, 8 ივნისიდან, მუშაობას განაახლებენ სავალუტო ჯიხურები, დასაშვებია დახურულ სივრცეში რესტორნებისა და კაფე-ბარების მუშაობა, აღდგება საქალაქთაშორისო მიკროავტობუსებისა და ავტობუსების მოძრაობა.
8 ივნისიდან დასაშვებია სასტუმროებისა და განთავსების მსგავსი ობიექტების საქმიანობა, თუ ისინი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს დააკმაყოფილებენ.
საქართველოში სარკინიგზო მიმოსვლა უახლოეს მომავალში აღდგება – ამის შესახებ „ბათუმელებს“ „საქართველოს რკინიგზაში“ უთხრეს. თუმცა, ასევე დასძინეს, რომ ამ ეტაპისთვის კონკრეტული თარიღი უცნობია.