დღეს, 7 ივნისს, საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა და შემთხვევების რაოდენობა 809-მდე გაიზარდა. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ნეტგაზეთს უთხრა ინციფირებული პირი საკარანტინო სივრციდანაა.
ბოლო 24 საათში 11-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა და ჯამში 674-ს მიაღწია. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსისგან 13 ადამიანია გარდაცვლილი. StopCov.ge-ის ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში 3 161 პირი იყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 285 ადამიანია.