ახალი ამბები

რუსთავის მერის მოადგილის ცემის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

5 ივნისი, 2020 • 839
რუსთავის მერის მოადგილის ცემის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

რუსთავის მერის მოადგილის, გოჩა ლორიას ცემის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. როგორც ნეტგაზეთს შსს-ში უთხრეს მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. შსს-ს ცნობითვე, დაკავებულია ერთი ადამიანი.

მეტ ინფორმაციას ამ ეტაპზე შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ავრცელებს. ნეტგაზეთი რუსთავის მერიასაც დაუკავშირდა. პრესსამსახურში მხოლოდ ის გვითხრეს, რომ გუშინ, 4 ივნისს, რუსთავის მერის შენობაში ინციდენტი მოხდა და პოლიცია გამოიძახეს. “ახლა საქმე უკვე სამართალდამცავ სტრუქტურებსაა გადაცემული, შესაბამისად, ამაზე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებთ.”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი