ახალი ამბები

გერმანელი ნეონაცისტები სამხედრო წვრთნებს რუსეთში გადიან — FOCUS

5 ივნისი, 2020 • 1028
გერმანელი ნეონაცისტები სამხედრო წვრთნებს რუსეთში გადიან — FOCUS

გერმანული გამოცემის, FOCUS-ის ცნობით, გერმანელი მემარჯვენე ექსტრემისტები — ნეონაცისტები, რუსეთში, სანქტ-პეტერბურგთან ახლოს სამხედრო წვრთნებს გადიან.

როგორც გამოცემა წერს დაზვერვაში მომუშავე წყაროებზე დაყრდნობით, გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალური ოფისი დარწმუნებულია, რომ „ახალგაზრდა ნაციონალისტების“ და „მესამე გზის“ წევრები ამ კურსებს ესწრებოდნენ.

ბანაკს, რომელზეც საუბარი მიდის, „პარტიზანი“ ეწოდება და მისი ოპერირებით „რუსული იმპერიული მოძრაობაა“ დაკავებული, რომელიც მონარქისტული და მართლმადიდებლური ხასიათისაა და „თეთრი რასის დომინირებისთვის“ იბრძვის. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ორგანიზაცია ცოტა ხნის წინ ტერორისტულ სიაში შეიყვანა.

როგორც გამოცემა წერს, ბანაკში დაჯგუფების წევრები იარაღსა და ასაფეთქებლებზე მუშაობას სწავლობენ. ზოგი „კურსდამთავრებული“, მათ შორის ფინეთიდან და შვედეთიდან, უკრაინის აღმოსავლეთში იბრძვიან.

როგორც გამოცემა იუწყება, გერმანიის უსაფრთხოების ორგანოებმა ამ ყველაფრის შესახებ იციან, მაგრამ პეტერბურგში მგზავრობას სამართლებრივი მიზეზების გამო ვერ უკრძალავენ. მათ სჯერათ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა იცის ამ ბანაკის შესახებ და როგორც მინიმუმ, მისდამი შემწყნარებლურადაა განწყობილი.


გარეკანის ფოტო: -Benedikt-

მასალების გადაბეჭდვის წესი