ახალი ამბები

5 ივნისი: 24 საათში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა – 6

5 ივნისი, 2020 • 1239
5 ივნისი: 24 საათში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა – 6

5 ივნისის დილის მონაცემების თანახმად, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 6.

მთავრობის ოფიციალური საიტის stopcov.ge-ს თანახმად, საქართველოში კორონავირუსის 805 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 650 გამოჯანმრთელდა, ხოლო 13 გარდაიცვალა.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2424, ხოლოს ტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 304 ადამიანი.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური ხელმძღვანელის, მარინა ეზუგბაიას თქმით, 4 ახალი შემთხვევიდან, 2 ე.წ. საბურთალოს კლასტერიდანაა , მათ დადასტურებულ შემთხვევებთან ჰქონდათ კონტაქტი. დანარჩენი ორი კი საკარანტინო სივრციდანაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი