ახალი ამბები

საგანგებოს დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმები 26 მილიონ ლარს აჭარბებს

4 ივნისი, 2020 • 832
საგანგებოს დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმები 26 მილიონ ლარს აჭარბებს

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევაისთვის შსს-ს მიერ გამოწერილი ჯარიმების რაოდენობამ თანხობრივად 26 463 000 ლარს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

მთავრობის ცნობით, სულ გამოვლინდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 8 737 ფაქტი, რისთვისაც 8 716 ფიზიკური და 21 იურიდიული პირი დაჯარიმდა.

მათ შორის:

  • თვითიზოლაციის ან საკარანტინო სივრცის დატოვების ფაქტი – საკარანტინო სივრცეში გადაყვანილ იქნა 382, ხოლო დაჯარიმდა 144 პირი;
  • მგზავრთა გადაყვანის ან მგზავრობის წესის დარღვევა – დაჯარიმდა 1 406 ფიზიკური პირი;
  • მსუბუქი ავტომანქანით გადაადგილება – დაჯარიმდა 430 ფიზიკური პირი;
  • 3 პირზე მეტის შეკრების ან ობიექტზე 2 მეტრის დისტანციის დაუცველობა და პირბადის გამოუყენებლობა –  დაჯარიმდა 1 850 ფიზიკური პირი;
  • კომენდანტის საათის დარღვევა – დაჯარიმდა 4 820 ფიზიკური პირი;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე გადაადგილება –  დაჯარიმდა 27 ფიზიკური პირი;
  • იურიდიული პირის მიერ საგანგებო რეჟიმით აკრძალული საქმიანობის ფაქტი – დაჯარიმდა 21 იურიდიული პირი;
  • ინდმეწარმის მიერ საგანგებო რეჟიმით აკრძალული საქმიანობის ფაქტი –  დაჯარიმდა 39 ფიზიკური პირი (ინდ.მეწარმე).

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის ფიზიკური პირების შემთხვევაში ჯარიმა 3 000 ლარს შეადგენდა, იურიდიული შემთხვევაში კი – 15 000 ლარს.

მასალების გადაბეჭდვის წესი