ახალი ამბები

1 აშშ დოლარის ღირებულება ბოლო სამ თვეში 3 ლარს პირველად ჩამოსცდა

4 ივნისი, 2020 • 1070
1 აშშ დოლარის ღირებულება ბოლო სამ თვეში 3 ლარს პირველად ჩამოსცდა

1 აშშ დოლარის ღირებულება უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში 3 ლარს პირველად ჩამოსცდა და 5 ივნისის ოფიციალური გაცვლითი კურსით 2.9841 ლარი შეადგინა. წინა დღის კურსთან შედარებით, ლარი დოლართან მიმართებით 5 თეთრით გამყარდა.

ლარი 5 ივნისის ოფიციალური გაცვლითი კურსით გამყარდა ევროსთანაც. ევრო ლართან 6 თეთრით გამყარდა და 1 ევროს ღირებულებამ ოფიციალური გაცვლითი კურსით 3.3422 ლარი შეადგინა..

მასალების გადაბეჭდვის წესი