ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში კორონავირუსის 697 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

4 ივნისი, 2020 • 939
სომხეთში კორონავირუსის 697 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დღეს, 4 ივნისს, სომხეთში კორონავირუსის 697 ახალი შემთხვევის შესახებ გახდა ცნობილი.

შესაბამისად, ჯამში, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა სომხეთში 11 ათასზე მეტია.

ნიკოლ ფაშინიანმა 4 ივნისის დილას ფეისბუკის ლაივში განაცხადა, რომ „სიტუაცია უარესდება“ და ახლა უკვე არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროებათ, თუმცა მათ ჰოსპიტალიზაციას დროულად  ვერ მოახერხებენ, რადგანაც კლინიკები გადატვირთულია.

ეპიდემიის ხელახალი და მზარდი გავრცელების ფონზე ფაშინიანი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ Covid-19 დაუდასტურდა, მოქალაქეებს კვლავ მკაცრად მოუწოდებს, სოციალური დისტანცირების ნორმა და პანდემიასთან დაკავშირებული სხვა წესები დაიცვაან.

 

Covid-19: მორიგი ანტირეკორდი სომხეთში – „სიტუაცია უარესდება“

მასალების გადაბეჭდვის წესი