ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი აღმოაჩნდა

1 ივნისი, 2020 •
ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი აღმოაჩნდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი 31 მაისს დაუდასტურდა. ამის შესახებ ფაშინიანმა დღეს, პირველ ივნისს, ფეისბუკზე მიმართვის დროს ისაუბრა.

როგორც სომხეთის პრემიერი აცხადებს, მას სიმპტომები არ ჰქონია, თუმცა, ტესტის გაკეთება მაინც გადაწყვიტა.

ფაშინიანის ინფორმაციით, კორონავირუსი მის ოჯახის წევრებსაც დაუდასტურდათ.

ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მუშაობას საკუთარი სახლიდან გააგრძელებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი