ახალი ამბები

რა ვიცით COVID-19-ით გარდაცვლილ მე-13 პაციენტზე

3 ივნისი, 2020 • 1333
რა ვიცით COVID-19-ით გარდაცვლილ მე-13 პაციენტზე

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის თქმით, კორონავირუსით საქართველოში გარდაცვლილი მე-13 პაციენტი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მაისის დასაწყისში გადაიყვანეს.

ექიმი აღნიშნავს, რომ პაციენტის მდგომაროება უკიდურესად მძიმე იყო და COVID ინფექციასა და მასთან ასოცირებული გართულებების გარდა, პაციენტს არაერთი თანხმლები დაავადება ჰქონდა:

“ეს პაციენტი ჩვენთან მაისის დასაწყისში შემოიყვანეს მარნეულის მუნიციპალიტეტიდან. პაციენტის მდგომარეობა იყო უკიდურესაც მძიმე, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა. გარდა იმისა, რომ ამ პაციენტს COVID ინფექცია ჰქონდა დადასტურებული, ასევე ჰქონდა ბევრი თანმხლები დაავადება დ კორონავირუსთან ასოცირებული ბევრი გართულება.

ის დისტრეს სინდრომით და სეპტიკური შოკით შემოვიდა კლინიკაში, ჩვენთან შემდგომში დაუდგინდა ფილტვის არტერიების ემბოლიის დიაგნოზი. ამასთანავე, იყო გულის მძიმე უკმარისობა, თირკმელების უკმარისობა, იყო ინსულტი განვითარებული. ერთი პერიოდი მიღწეული იქნა შედარებით სტაბილიზაცია, დისტრესიის დაძლევის თვალსაზრისით, თუმცა შემდგომში კვლავ დამძიმდა პაციენტის მდგომაროება და გუშინ საღამოს გაჩერდა გული. მიუხედავად რეანიმაციული ღონისძიებებისა, ვერ მოხერხდა მისი გადარჩენა”,- განაცხადა ლევან გოფოძემ.

3 ივნისის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში გამოვლინდა კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 6 ადამიანი. ინფორმაცია ამის შესახებ stopcov.ge-ზეა განთავსებული.

აგრეთვე, გუშინ საღამოს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსისგან გარდაიცვალა მე-13 ადამიანი — 76 წლის პაციენტი ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან.

მთლიანობაში, საქართველოში დადასტურდა 800 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 640 ადამიანი, გარდაიცვალა 13.

მასალების გადაბეჭდვის წესი