რუსეთში, სანქტ-პეტერბურგში გაჩენილ ხანძარს ბოტკინის სახელობის ინფექციურ საავადმყოფოში 1 ადამიანი ემსხვერპლა, იუწყება რუსული სახელმწიფო მედიასაშუალება „რია ნოვოსტი“.
როგორც „რია ნოვოსტი“ წერს, შემთხვევა დილით, ადგილობრივი დროით 5 საათსა და 50 წუთზე მოხდა. ხანძრის შედეგად გარდაიცვალა 1 ადამიანი — მომწავლავი აირით. როგორც გამოცემა წერს, ხანძარის ლიკვიდირება საავადმოყოფოს პერსონალმა მოახერხა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რუსეთის საავადმოყოფებში ხანძარი ჩნდება.
23 მაისს თათრეთის რესპუბლიკაში საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს 2 ადამიანი ემსხვერპლა, 12 მაისს იმავე სანქტ-პეტერბურგში ხანძარმა 5 ადამიანი შეიწირა, ხოლო 9 მაისს 1 ადამიანი გარდაიცვალა ხანძრის გამო მოსკოვის საავადმყოფოში.