ახალი ამბები

კარგი სერვისის ეფექტი ბიზნესზე

2 ივნისი, 2020 •
კარგი სერვისის ეფექტი ბიზნესზე

ტექნოლოგიურმა განვითარებამ, ადამიანებს შორის კომუნიკაცია მნიშვნელოვნად გაამარტივა. დროთა განმავლობაში, როდესაც კომპანიებისთვის მომხმარებლებთან ჯანსაღი ურთიერთობა განვითარების წინაპირობა გახდა, ბევრმა მათგანმა გადაწყვიტა, რომ მეტი დრო დაეთმო მათი სურვილების მოსასმენად.

მარკეტინგი თანამედროვე გაგებით, მყიდველებთან მომგებიანი ურთიერთობის დამყარებაა, რომელიც გარკვეული შეთავაზებებით იზიდავს მომხმარებლებს და შემდეგ მუდმივად უზრუნველყოს ამ პროცესის შენარჩუნებას.
ბუნებრივია, ურთიერთობის შენარჩუნებას და პროცესების გაზრდას გარკვეული ხარისხიანი სერვისების შეთავაზება სჭირდება, რათა მომხმარებელი მუდმივად შენი ერთგული დარჩეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მაღალი კონკურენციის ფონზე, მარტივია მათი დაკარგვა.

რატომ არის მნიშვნელოვანი კარგი სერვისის ეფექტი ბიზნესისთვის და რატომ უნდა მივანიჭოთ მას არსებითი ყურადღება?

ნებისმიერი კომპანიის ძირითადი დანიშნულება მუდმივი განვითარება და ზრდაა, რომელიც მომხმარებელთა აქტიური ჩართულობით მიმდინარეობს. როდესაც მაღალი დონის სერვისებს სთავაზობ კლიენტებს და ბოლომდე ამართლებ მათ იმედებს, ეს ნიშნავს, რომ ყოველთვის შესძლებ ლიდერი პოზიციის დაკავებას ბაზარზე.

როგორ გამოიხატება კარგი სერვისის ეფექტი ბიზნესზე? – რა თქმა უნდა, გადაზიარებით.

შენი კმაყოფილი 1 მომხმარებელი 3 პოტენციურ მომხმარებელს უდრის, რომელიც კომპანისადმი დადებით განწყობას, ინფორმაციის სხვებისთვის გადაცემით გიფასებს. ამდენად, ნდობის ჩამოყალიბება და მომხმარებელთა იმედების გამართლება, უპირველესი ამოცანაა ნებისმიერი ბიზნესისთვის.

მომხმარებლების მხრიდან ნდობის ჩამოყალიბება განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა კოვიდ 19-ის მიმდინარეობისას, როდესაც მილიონობით ადამიანს შეეზღუდა საზოგადოებრივ ადგილებში გადაადგილება და პარალელურად, დაიხურა ყველა სავაჭრო ობიექტი.

სწორედ ამ დროს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სახლში გამოკეტილმა მოქალაქეებმა, აქტიურად დაიწყეს ონლაინ მაღაზიებიდან ნივთების გამოწერა. მთელი პანდემიის მიმდინარეობისას, დაახლოებით 10%-ით გაიზარდა (მთელი მსოფლიოს მასშტაბით) იმ მომხმარებელთა რაოდენობა, რომლებმაც პირველად გამოიწერეს ნივთი ინტერნეტიდან და კმაყოფილნი დარჩნენ მომსახურებით.

ხარისხიანი სერვისებით კლიენტთა კმაყოფილება, მათი შენარჩუნების ყველა წარმატებული გზაა, რომლის მიღწევასაც ბიზნესის წარმომადგენლები მუდმივად ცდილობენ. ამ შემთხვევაში, არც ქართული ონლაინ მაღაზიები აღმოჩნდნენ ყურადღების მიღმა და უნდა აღინიშნოს მათი როლი ქართული ეკონომიკის გაძლიერებაში.

მაგალითად, isurve.ge ერთ-ერთი უმსხვილესი ონლაინ მაღაზიაა საქართველოში, რომელიც ბოლო რამოდენიმე წელია მუდმივად სთავაზობს მომხმარებლებს ხარისხიან სერვისს, რასაც კლიენტთა დადებითი გამოხმაურებებიც უდაოდ მოწმობს.

კომპანიისთვის  თავიდანვე პრიორიტეტი იყო თითოეული მყიდველის მაქსიმალური ინტერესების გათვალისწინება, რათა ამ ფორმით,  დაემყარებინათ მარტივი კომუნიკაცია მათსა და მომხმარებლებს შორის. ამ მიდგომამ, ბუნებრივია, გაამართლა და სწორედ ამიტომაც, შესძლეს იმ ნდობის ჩამოყალიბება, რომელსაც რიგი კომპანიები წლების განმავლობაში თავდაუზოგავად ცდილობენ. 

როგორ აისახება კარგი სერვისის ეფექტი ბიზნესზე? ამის ნათელი მაგალითი ისურვეს ინტერნეტ მაღაზიაა, რომელმაც კმაყოფილი მომხმარებლების წყალობით,  დიდი ხანია დაიმკვიდრა ლიდერი პოზიცია ქართული ელექტრონული კომერციის ბაზარზე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი