ახალი ამბები

“საბურთალოს კლასტერიდან 15-ს დაუდასტურდა, 30 ადამიანი კი კარანტინშია გადაყვანილი” – გამყრელიძე

31 მაისი, 2020 • 1829
“საბურთალოს კლასტერიდან 15-ს დაუდასტურდა, 30 ადამიანი კი კარანტინშია გადაყვანილი” – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ე.წ. საბურთალოს კლასტში 100-მდე კონტაქტია მოძიებული და ეს პროცესი გრძელდება.

გამყრელიძე აღნიშნავს, რომ ამ კონტაქტებიდან, 15-ს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, 30 ადამიანი კი კარანტინშია გადაყვანილი:

“100-მდე კონტაქტი იქნა შესწავლილი და ეს პროცესი გრძელდება სულ, ერთად დადასტურდა ამ კლასტერის 15 დადებითი შემთხვევა და გარდა იმისა, რომ ეს 15 გადაყვანილია საავადმყოფოში, 30 ადამიანი ამ კლასტერიდან გადაყვანილია საკარანტინო სივრცეში” – ამბობს გამყრელიძე.

მისი თქმით, ბოლო დღეებში დაფიქსირებული ინფიცირების შედარებით მაღალი მაჩვენებელი არ არის შეზღუდვების მოხსნის პირდაპირი შედეგი, რამდენადაც ნუშრევანი ცხელი წერტილი იყო და ელოდებოდნენ ახალი შემთხვევების იდენტიფიცირებას. გამყრელიძე აღნიშნავს, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს:

“ზოგადად, შემსუბუქების პროცესის მიმდინარეობისას ყველა ქვეყანაში ჰქონდა ადგილი შემთხვევების მატებას. ალბათ მოსალოდნელია, ჩვენც გვქონდეს შემთხვევების მატება ქვეყანაში, მაგრამ ეს არ უნდა იყოს პანიკის საფუძველი. ყველა ეს შმეთხვევა კონტროლს ქვეშაა, ვიცით თითოეულის კონტაქტები” – ამბობს ამირან გამყრელიძე.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში გამოვლინდა კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 5 ადამიანი. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

რაც შეეხება შემთხვევების წარმოშობას, 18 არის ბოლნისის რაიონი სოფელი მუშევანიდან, 4 საკარაინტინე სივრციდან, ხოლო კიდევ 4 — დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტიდან, ამბობს ეზუგბაია.

მთლიანობაში, საქართველოში დადასტურდა 783 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 605 ადამიანი, გარდაიცვალა 12.

მასალების გადაბეჭდვის წესი