ახალი ამბები

“მომესმა, სამარშრუტოში პირბადეებს მძღოლი არიგებს და მერე უკან იღებსო, ეს დანაშაულია” – გამყრელიძე

31 მაისი, 2020 • 1018
“მომესმა, სამარშრუტოში პირბადეებს მძღოლი არიგებს და მერე უკან იღებსო, ეს დანაშაულია” – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, პირბადეები ერთჯერადი გამოყენებისაა და თუ მიკროავტობუსებში მგზავრებს მძღოლები უკვე გამოყენებულ პირბადეს აძლევენ, ეს დანაშაულია:

“იმიტომ არის პირბადე ერთჯერადი ხმარების ატრიბუტი, რომ ის ერთჯერადად, ერთმა ადამიანმა უნდა მოიხმაროს. რაღაც მომესმა, რომ ზოგერთ სამარშრუტოში პირბადეებს მძღოლი არიგებს და მერე უკან იღებსო. ამის გაკეთება დანაშაულია, პირდაპირ გეტყვით, ეს არის დანაშაული და ის უნდა აღიკვეთოს შესაბამისი ორგანოების მიერ. ზოგადად, პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის დაცვა კოვიდთან ბრძოლაში არის ერთ-ერთი მთავარი სოციალურ დისტანცირებასთან ერთად”, — განაცხადა გამყრელიძემ.

29 მაისს, საქართველოს მასშტაბით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. მოქალაქეები ავტობუსებში, მეტროსა და მიკროავტობუსებში მხოლოდ პირბადით დაიშვებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი