ახალი ამბები

EU აშშ-ს მოუწოდებს, WHO-დან გასვლის გადაწყვეტილებას გადახედოს

30 მაისი, 2020 • 1117
EU აშშ-ს მოუწოდებს, WHO-დან გასვლის გადაწყვეტილებას გადახედოს

ევროკომისიას ურსულა ფონ დერ ლეიენი და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი ჯოსეფ ბორელი ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწოდებენ, გადახედოს გადაწყვეტილებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან კავშირისა და დაფინანსების გაწყვეტის შესახებ.

“ამ გლობალური საფრთხის საპასუხოდ საჭიროა თანამშრომლობის გაფართოება და საერთო გადაწყვეტის მოძებნა. თავიდან უნდა იქნას აცილებული ქმედებები, რომლებიც საერთაშორისო შედეგებს ასუსტებენ”, – ნათქვამია ევროკომისიის ხელმძღვანელი პირების განცხადებაში.

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას “არასწორ დროს არასწორი სიგნალი” უწოდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰეიკო მაასმა და ამ საკითხზე ვაშინგტონთან ინტენსიური კონსულტაციები დააანონსა.

“ჩვენ არ შეგვიძლია დავანგრიოთ დამბა შუა შტორმის დროს”, – აღნიშნა მან.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 29 მაისს, თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აშშ წყვეტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან (WHO) კავშირს და მის დაფინანსებას.

როგორც ტრამპმა აღნიშნა, ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა WHO-ს მიერ ჩინეთისთვის ხელის დაფარება და რეფორმირებაზე უარი, ასევე, გაუმჭირვალობა.

აშშ WHO-დან გადის და ორგანიზაციის დაფინანსებას აჩერებს

მასალების გადაბეჭდვის წესი