ახალი ამბები

აშშ WHO-დან გადის და ორგანიზაციის დაფინანსებას აჩერებს

29 მაისი, 2020 • 1869
აშშ WHO-დან გადის და ორგანიზაციის დაფინანსებას აჩერებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღეს, 29 მაისს, თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ აშშ გადის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან (WHO) და წყვეტს მის დაფინანსებას.

როგორც ტრამპმა აღნიშნა, ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა WHO-ს მიერ ჩინეთისთვის ხელის დაფარება და რეფორმირებაზე უარი, ასევე, გაუმჭირვალობა. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ჩინეთის მიერ ვუჰანში კორონავირუსის გავრცელების შესახებ პირველ ეტაპზე ინფორმაციის დამალვამ მსოფლიოში გამოიწვია პანდემია, რასაც 100 ათასზე მეტი ამერიკელი ემსხვერპლა, მსოფლიო მასშტაბით კი ინფიცირებულთა რიცხვმა 4 მილიონს გადააჭარბა.

ტრამპის თქმით, WHO-სთვის განკუთვნილ დაფინანსებას აშშ თავად მიმართავს გლობალური ჯანდაცვის საჭიროებებზე.

დონალდ ტრამპს ბრიფინგისას არაფერი უთქვამს მინეაპოლისში მიმდინარე არეულობისა და საგანგებო მდგომარეობის შესახებ, რაც მოჰყვა შავკანიანი კაცის სიკვდილს, რომელშიც პოლიციელია ბრალდებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი