ახალი ამბები

წერეთელზე ორი ადამიანი დაჭრეს, არიან დაკავებულები

30 მაისი, 2020 • 1808
წერეთელზე ორი ადამიანი დაჭრეს, არიან დაკავებულები

სამართალდამცველებმა 1991 წელს დაბადებული ლ.ა. და 1996 წელს დაბადებული ვ.გ. ჯგუფურად ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.

დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე მდებარე სკვერში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით დაჭრეს 1991 წელს დაბადებული გ.ბ. და 1988 წელს დაბადებული ბ.ჭ., ხოლო 1994 წელს დაბადებულ ბ.ბ.-ს ბლაგვი საგნით სხეულზე დაზიანება მიაყენეს. დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, ხოლო ბ.ბ.-ს ადგილზე აღმოუჩინეს პირველადი სამედიცინო დახმარება. ამ დროისთვის, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა იმ ავტომობილის ჩხრეკისას, რომლითაც ბრალდებულები გადაადგილდებოდნენ, დანაშაულის ჩადენის იარაღები – ორი ხელკეტი – ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გრძელდება ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები ინციდენტში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-მუხლის მე-5 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით და მე-7 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ორი ან მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი