ახალი ამბები

გამყრელიძე: ავტობუსებში დაცულია წესები, თუმცა არა – მიკროავტობუსებში

30 მაისი, 2020 • 1228
გამყრელიძე: ავტობუსებში დაცულია წესები, თუმცა არა – მიკროავტობუსებში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ შეზღუდვების შემსუბუქების პარალელურად მოსალოდნელია კორონავირუსის შემთხვევების ზრდა, თუმცა ეს პროცესი მართვადი იქნება.

“გუშინ და გუშინ წინ ახალ შემთხვევათა შედარებით მატება გვაქვს, მაგრამ ეს არ არის ის რიცხვი, რომელსაც ჩვენ ვერ მოვერევით და ვერ ვმართავთ. მეორე მხრივ, მეტი სიფრთხილე გვმართებს, რამეთუ შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ მოსალოდნელი იყო და არის, შემთხვევების რაოდენობამ იმატოს. მაგრამ ეს მატება არის და იქნება მართვადი”, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, მოსახლეობა პანიკას არ უნდა მიეცეს, თუმცა აუცილებელია დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების დაცვა.

“ამუშავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი – მობილობის ყველაზე ძლიერი მექანიზმი. გუშინ როცა ქალაქში გადავაადგილდებოდი, ვაკვირდებოდი, რამდენად დაცულია წესები და გამიხარდა, რომ ავტობუსებში პატიოსნად ხდება წესების დაცვა, თუმცა არა მიკროავტობუსებში და გასაფრთხილებელია ეს ხალხი”, – განაცხადა გამყრელიძემ.

30 მაისი: კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 24 გამოჯანმრთელდა

მასალების გადაბეჭდვის წესი