ახალი ამბები

10 ტყუილი, რომელიც, მდინარაძის აზრით, ოპოზიციამ ინტერპელაციის დროს თქვა

29 მაისი, 2020 • 1375
10 ტყუილი, რომელიც, მდინარაძის აზრით, ოპოზიციამ ინტერპელაციის დროს თქვა

საპარლამენტო უმრავლესობის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჩამოთვალა 10 ტყუილი, რომელიც, მისი აზრით, ოპოზიციამ თქვა ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტში გამოსვლისას.

  1. ვერ მოვისმინეთ ვერც ერთი ზუსტი პასუხი პრემიერ გახარიასგანო;
  2. მთავრობა ერთადერთია, რომელმაც მოქალაქეს არ გაუწია არანაირი დახმარებაო – ეს ორივე არის თავხედური ტყუილი;
  3. სამშენებლო კომპანიების გეგმაზე ისაუბრეთ, როცა ძალიან კარგად იცით, რომ ეს სექტორი ქვეყნის ეკონომიკის 10%-მდეა. ამიტომ ეს იყო უსუსური ტყუილი;
  4. ივანიშვილის 100 მილიონს არჩევნებისთვის ინახავთო – კოვიდ ფონდშია ეს თანხა ჩარიცხული, ამიტომ ეს სულელური ტყუილია;
  5. იყო კითხვა, საერთოდ არსებობს თუ არა ივანიშვილის ჩარიცხული ფულიო – ამ კითხვის დასმა უკვე თავის თავში მოიცავს ტყუილს იქით რაღაცას. ეს არის გოიმური ტყუილი. მერე ირაკლი [კობახიძე] გეტყვით რაღაცას და გწყინთ;
  6. საქართველო არის ყველაზე მოშიმშილე ქვეყანა მსოფლიოში – ეს არის ბოროტი ტყუილი;
  7. საქართველოში კერძო ბიზნესი კვდებაო – ეს არის მავნებლური ტყუილი;
  8. აქტივისტებზე და ნათესავებზე ლაპარაკობდით – ეს არის გაღმა შედავებითი ტყუილი. ეს უგულავამ გააკეთა – 48 მილიონი მოიპარა და დაურიგა აქტივისტებს;
  9.  დაგეგმილი სისხლიანი გეგმა ახსენა სამადაშვილმა – თქვენმა ლიდერმა აღიარა, რას აპირებდნენ, მერე მელიამ დაამატა და ბოლოს ოქრაიშვილმა დასვა ბეჭედი, ჩვენ დავაშვებინეთ [20 ივნისს] შეცდომა მსროლელსო. ყველაფერს თქვენ თვითონ ლაპარაკობთ და სხვისკენ იშვერთ ხელს;
  10.  ყველაზე ამაზრდენი ტყუილი იყო, რომ “ნაციონალური მოძრაობის” დროს საქართველოს მოსახლეობას მომავლის იმედი ჰქონდა.

“ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ ხვალინდელ დღეზე, თუმცა, სამწუხაროდ, გვიწევს საუბარი იმ ამაზრზენ მესიჯებზე, რომელსაც გვთავაზობს ოპოზიციის ძალიან დიდი ნაწილი – ზოგი რუსული ნარატივით, ზოგი რუსული საქმით, ზოგი მავნებლობით, მაგრამ რეალობა არის ერთი – შეძლება ჩვენ არ ვიყოთ იდეალურები, მაგრამ ყველამ კარგად იცის ბოროტის და კეთილის, თეთრის და შავის გარჩევა და ვინ ვისზე უკეთესია”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ და დასძინა, რომ ოპოზიცია მავნებლობასთან ერთად, არაკომპეტენტურიცაა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი