ახალი ამბები

“ლელოს” ახალი სიმბოლო და დევიზი აქვს

29 მაისი, 2020 •
“ლელოს” ახალი სიმბოლო და დევიზი აქვს

პოლიტიკურმა მოძრაობა “ლელომ” ახალი სიმბოლო და კამპანიის ახალი დევიზი წარადგინა. პრეზენტაცია მოძრაობის ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ თანაპარტიელებთან ერთად გამართა.

ხაზარაძის თქმით, მოძრაობის ახალი სიმბოლო გამარჯვებასა და ერთიანობას გამოხატავს, რომლითაც “ლელო” არჩევნებში გამარჯვებას აპირებს.

“ეს არის ჩვენი ახალი ნიშანი, რომელიც, ერთი მხრივ, შეიძლება, ძალიან მარტივად საჩვენებელია, მაგრამ, ამავე დროს, ამაში არის ძალიან დიდი რამ ჩადებული. პირველ რიგში, ეს არის გამარჯვების სიმბოლო, ერთიანობის სიმბოლო, ეს არის გაერთიანების და გამარჯვების სიმბოლო.

ჩვენ ვართ ახალი ძალა, ახალი იმედი და თქვენთან ერთად, იმ ხალხთან ერთად, ვინც დაიღალა 30-წლიანი სიარულით ერთ წრეზე, ვინც დაიღალა ორპოლუსიანობით, ვისაც უნდა, რომ ამ ქვეყანაში დაამარცხოს ნიჰილიზმი, სიღარიბე, უმუშევრობა, უსამართლობა, ამ ახალი ძალით, სიმბოლოთი და იმედით, ვაპირებთ გავიმარჯვოთ არჩევნებში”, – აღნიშნა მან.

პრეზენტაციაზე გახმიანდა მოძრაობის კამპანიის ახალი დევიზიც: “ახალი ძალა, ახალი იმედი!”

მასალების გადაბეჭდვის წესი