ახალი ამბები

ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

29 მაისი, 2020 • 1590
ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

დღეს, 29 მაისს, საქართველოს მასშტაბით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. მოქალაქეები ავტობუსებში, მეტროსა და მიკროავტობუსებში მხოლოდ პირბადით დაიშვებიან.

ავტობუსების შემთხვევაში ამას მერიის მონიტორინგის სამსახური აკონტროლებს კონდუქტორების სახით, გაჩერებებზე კი კონტროლიორები ამოწმებენ, რომ მგზავრი პირბადით ავიდეს ავტობუსში. მეტროს მგზავრებს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ამოწმებენ.

რაც შეეხება მიკროავტობუსებს, “თბილისის მიკროავტუბისის” განმარტებით, ადამიანები, რომლებსაც პირბადე არ ეკეთებათ, სამარშრუტო ტაქსიში ვერ ავლენ. ამას მიკროავტობუსის მძღოლები და მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლები ერთობლივად გააკონტროლებენ.

ამასთან, ავტობუსებში უქმდება მძღოლთან მდებარე წინა კარი და იკრძალება კონდიციონერის ჩართვა. კონდიციონერის ჩართვა იკრძალება სამარშრუტო ტაქსებშიც, სადაც ასევე მგზავრებისთვის ფეხზე დგომაც არ შეიძლება.

საქალაქთაშორისო ტრანსპორტის აღდგენა 8 ივნისიდან იგეგმება.

მასალების გადაბეჭდვის წესი