აზიის განვითარების ბანკმა(ADB) საქართველოს პანდემიასთან ბრძოლისთვის 100 მლნ აშშ დოლარის სესხი გამოუყო. ADB-ის ინფორმაციით, სესხი დაეხმარება 4000-ზე მეტი მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესისთვის გადასახადების გადავადებასა და მინიმუმ 2000 მცირე და საშუალო სასტუმროსთვის კრედიტის სუბსიდირებას.
ბანკის ცნობითვე, მთავრობის სოციალური დახმარების მექანიზმების დაფინანსებით სესხი მოწყვლადი ჯგუფების დაცვასაც მოხმარდება, რაც მოიცავს პანდემიის გამო სამსახურის დაკარგვის რისკის ქვეშ მყოფი 350 000 დასაქმებულის დროებით ფულად ხელშეწყობას; ერთჯერად ფულად დახმარებას 250 000 არაფორმალურად ან თვითდასაქმებული ადამიანისთვის, 1.2 მილიონი ოჯახისთვის კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას და ფასების ექვსთვიან დაფიქსირებას ცხრა ძირითად პროდუქტზე.
“დაავადების გავრცელების შესაკავებლად სესხი ხელს შეუწყობს კოვიდ-19-ის უფასო დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დაფინანსებას, მათ შორის, ღარიბი მოსახლეობისთვის, ვისაც ჯანდაცვის ხარჯები განსაკუთრებით მძიმე ტვირთად აწვება.
სესხი დაფინანსებულია ADB-ის ანტიციკლური დახმარების პროგრამის კოვიდ-19-ის პანდემიის საპასუხო ოფციის (CPRO) საშუალებით. CPRO 13 აპრილს გამოცხადებული ADB-ის $20- მილიარდიანი გაფართოებული დახმარების ნაწილია განვითარებად წევრ ქვეყნებში კოვიდ-19-ზე რეაგირებისთვის”-ნათქვამია ბანკის განცხადებაში.