ახალი ამბები

სეზონურ სამუშაოებზე ოფიციალურად დასაქმებულები 1200-ლარიან დახმარებას მიიღებენ წინა წლის მონაცემებზე დაყრდნობითაც — გახარია

27 მაისი, 2020 • 1683
სეზონურ სამუშაოებზე ოფიციალურად დასაქმებულები 1200-ლარიან დახმარებას მიიღებენ წინა წლის მონაცემებზე დაყრდნობითაც — გახარია

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მოქალაქეები, ვინც სეზონურ სამსახურში იყო დასაქმებული — გიდები, მძღოლები და ა.შ. მიიღებენ 1200-ლარიან დახმარებას, თუ წინა წლის ბოლო 6 თვის განმავლობაში სისტემური შემოსავალი უფიქსირდებათ. ამის შესახებ მან დეპუტატ ნინო წილოსანის კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

წილოსანმა მანამდე პარლამენტში განაცხადა, რომ იყვნენ ადამიანები, ვისაც შემოსავალი ადრე ჰქონდა, თუმცა სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, ამ წლის პირველ სამ თვეში ხელფასი შეიძლება ვერ მიიღეს.

„როგორც მივხვდი, თემა აქ არის ის, რომ ეს ადამიანები სეზონურად მუშაობენ და როდესაც ჩვენ ვსაუბროთ ამ 1200-ლარიან დახმარებაზე, იქ იყო გაწერილი ამ დებულებაში, რომ პირველი კვარტლის სამი თვის განმავლობაში ოფიციალური ხელფასი თუ უფიქსირდება, დახმარებას მივცემთ, ამ ადამიანებისთვის კი სეზონი არ იყო და ეს ხელფასი არ ჰქონდათ. აგერ არის ფინანსთა სამინისტრო, რომელიც მიიღებს დავალებას, წინა წლის ბოლო 6 თვის განმავლობაში თუ ვინმეს სისტემური შემოსავალი, ოფიციალური შემოსავალი უფიქსირდება, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ადამიანების ინტერესს გავითვალისწინებთ და პირველი კვარტლის პრინციპს არ მივაქცევთ ყურადღებას და ამ ცვლილებას შევიტანთ“, — განაცხადა გახარიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი