ახალი ამბები

თბილისს 13 ახალი სატრანსპორტო მარშრუტი დაემატა

4 ნოემბერი, 2020 • 1934
თბილისს 13 ახალი სატრანსპორტო მარშრუტი დაემატა

თბილისის მერის, კახა კალაძის ცნობით, 7 ნოემბრიდან თბილისში სატრანსპორტო ქსელს 13 ახალი მარშრუტი დაემატება, მათ შორის, ავტობუსის 5 და მიკროავტობუსის 8 ხაზი. ამის შესახებ კალაძემ დღეს, მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ავტობუსების ახალი მარშრუტებია:

  • N343 ზემო ფონიჭალა – ვაზისუბნის დასახლება
  • N344 ზემო ფონიჭალა – ბარათაშვილის ქუჩა
  • N363 თხინვალა – მეტროსადგური „დელისი“ – უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი
  • N383 ქავთარაძე – ზემო ვაკე – ბარათაშვილის ქუჩა
  • N387 წრიული – საბურთალო – ვაკე – საბურთალო

მიკროავტობუსები კი შემდეგ მარშრუტებზე იმოძრავებენ:

  • N482 ახალდაბა – წყნეთი
  • N483 წყნეთი (თამარ მეფის ქ.- მაია წყნეთელის ძეგლი) (წრიული)
  • N419 სოფ. აგარაკი – მეტრო „სახელმწიფო უნივერსიტეტი“
  • N463 – ზაჰესი (ჭიჭინაძისა და ცქიტიშვილის ქუჩები)
  • N464 – ბილფელდის, ჩიქოვანის ქუჩა, სპორტის სასახლე
  • N408 აეროპორტის დასახლება – ალექსეევკას დასახლება – მეტროსადგური „ისანი“
  • N457 „სადგურის მოედანი“ – ჯავახიშვილის ქუჩა – ბესიკის ქუჩა
  • N476 მეტროსადგური „სახელმწიფო უნივერსიტეტი“, ქავთარაძის, ნუცუბიძის, შარტავას ქუჩა, სადგურის მოედანი

მისი თქმით, ახალ მარშრუტებზე მხოლოდ ახალი სატრანსპორტო საშუალებები იმუშავებენ, როგორც მიკროავტობუსები, ასევე, ავტობუსები. დედაქალაქის მერიის ცნობით, ჯამში, საზოგადეობრივი ტრანსპორტის ინფრასტრუქტურას 47 ერთეული მიკროავტობუსი და 42 ერთეული ავტობუსი დაემატება.

მასალების გადაბეჭდვის წესი