ახალი ამბები

ელისაშვილი პარტიას აფუძნებს

26 მაისი, 2020 • 1327
ელისაშვილი პარტიას აფუძნებს

ალექსანდრე ელისაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკურ პარტიას ქმნის. ამის შესახებ ის ფეისბუკზე გამოქვეყნებულ ვიდეო-მიმართვაში აცხადებს.

როგორც ცნობილია, ელისაშვილმა “სამოქალაქო მოძრაობა” 2018 წელს დააფუძნა, მიუხედავად იმისა, რომ მოძრაობის წარმომადგენელმა ლევან იოსელიანმა 2019 წელს თბილისში, მთაწმინდის რაიონში რიგგარეშე მაჟორიტარულ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, აქამდე ორგანიზაციას პოლიტიკური პარტიის სახე არ ჰქონია.

“დღეს 2020 წლის 26 მაისია და მე, ალეკო ელისაშვილმა მივიღე გადაწყვეტილება, რომ ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის 102-ე და მერაბ კოსტავას დაბადებიდან 81-ე წელიწადს შევქმნა პოლიტიკური პარტია. არა კიდევ ერთი, არამედ პირველი პარტია, რომელიც ყოვეგლგვარ პარტიულ ინტერესებზე მაღლა დააყენებს საქართველოს სახელმწიფოს და მისი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას. პარტია, რომლის გარჯითაც იამაყებდნენ ნიკო ნიკოლაძე, დიმიტრი ყიფიანი და ექვთიმე თაყაიშვილი. იამაყებდა მერაბ კოსტავა. ვქმნი პარტიას, რათა თავდაუზოგავი შრომით ავაშენოთ მდიდარი და ერთიანი საქართველო”, – აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

ელისაშვილის მიმართვა სრულად:

მასალების გადაბეჭდვის წესი