ახალი ამბები

ადვოკატის საქმიანობაში ჩარევა და ხელის შეშლა ისჯება კანონით – ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე

26 მაისი, 2020 • 1703
ადვოკატის საქმიანობაში ჩარევა და ხელის შეშლა ისჯება კანონით – ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, დავით ასათიანის თქმით, დაუშვებელია უფლებადამცველის კლიენტთან გაიგივება, მის პროფესიულ საქმიანობაში ჩარევა და ამ პროცესში მისთვის ხელის შეშლა კი კანონით ისჯება.

“სამწუხაროა, რომ მრავალჯერ გვიწევს ერთი და იგივეს გამეორება: ადვოკატები ასრულებენ თავიანთ პროფესიულ მოვალეობებს და მათი გაიგივება სამართალწარმოების მხარეებთან/კლიენტებთან დაუშვებელია.
აქვე, უფასო რჩევა ზოგიერთ თავქარიანს – ადვოკატების მიმართ აგრესია, სიძულვილის ენა, ხილი თუ ბოსტნეული შეინახეთ პირადი მოხმარებისათვის. სხვათა შორის, ადვოკატის საქმიანობაში ჩარევა და ამ პროცესში მისთვის ხელის შეშლა ისჯება კანონით”, – წერს ასათიანი საკუთარ ფეისბუკ გვერდზე.

საქართველოს კანონმდებლობით, ადვოკატთა შესახებ კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დაუშვებელია ადვოკატთა საქმიანობაში არამართლზომიერი ჩარევა:

“ადვოკატი საადვოკატო საქმიანობას დამოუკიდებლად ახორციელებს. დაუშვებელია ადვოკატის საქმიანობაში არამართლზომიერი ჩარევა, ადვოკატის საქმიანობისათვის ხელის შეშლა, ადვოკატზე სახელმწიფო ორგანოს ან/და სხვა პირის არასათანადო ზემოქმედება, მისი დაშინება, შევიწროება, იძულება, დევნა, მასზე ზეწოლა, მისთვის მორალური ან/და მატერიალური ზიანის მიყენება, მის მიმართ ძალადობა ან ძალადობის მუქარა, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ქმედება, რომელმაც შეიძლება ხელყოს ადვოკატის დამოუკიდებლობა”, – წერია კანონში.

დოროყაშვილის თქმით, ბასილაშვილი მასზე სისტემატურად ძალადობდა, ოჯახი ამას უარყოფს

მასალების გადაბეჭდვის წესი