ახალი ამბები

რუსეთში 9 მაისის აღლუმს 24 ივნისს გამართავენ, “უკვდავ პოლკს” – 26 ივლისს

26 მაისი, 2020 • 766
რუსეთში 9 მაისის აღლუმს 24 ივნისს გამართავენ, “უკვდავ პოლკს” – 26 ივლისს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დასრულებისთვის მიძღვნილ სამხედრო აღლუმს 24 ივნისს გამართავენ, იუწყება „მედუზა“.

როგორც პუტინი აცხადებს, რუსეთში დაავადების აფეთქების პიკმა გაიარა.

გარდა ამისა, 26 ივლისს გაიმართება ე.წ „უკვდავი პოლკის“ აქცია, რომელიც ონლაინ-რეჟიმში ჩატარდა.


ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, დაფიქსირდა დაავადების 362 342 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 131 129, გარდაიცვალა 3 807.

მასალების გადაბეჭდვის წესი