ახალი ამბები

პომპეო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

26 მაისი, 2020 • 1741
პომპეო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, აშშ-ის მთავრობის სახელით, საქართველოსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. შესაბამისი განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

„ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის სახელით ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს.

აშშ-სა და საქართველოს აქვთ ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც აგებულია საერთო ღირებულებებზე და თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ერთიანობის დიდ სიყვარულზე. აშშ კვლავ ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ნათელ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის არჩევანს. აშშ აფასებს საქართველოს ინვესტიციებს თავდაცვის შესაძლებლობის ზრდაში და მის მნიშვნელოვან წვლილს საერთაშორისო უსაფრთხოებაში, მათ შორის, NATO-ს მისიაში ავღანეთში. ქართველი ჯარისკაცები სიმამაცით იბრძვიან და პატივს მივაგებთ ქართველებს, ვინც ამხელა მსხვერპლი გაიღო გლობალური მშვიდობისთვისა და უსაფრთხოებისთვის.

მომავალ წლებში, იმ ფონზე, როცა საქართველო ახორციელებს რეფორმებს, რომლებიც აძლიერებენ მის დემოკრატიულ პროცესებს და კანონის უზენაესობას დამოუკიდებელი სასამართლო სისტემით, ველით ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ გაძლიერებას. მხარს ვუჭერთ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და COVID-19-ის პანდემიისგან აღორძინების მცდელობებს. ასეთი კრიზისის დროს, გვახსენედება ქართველი და ამერიკელი ხალხის მეგობრობის ჭეშმარიტი სიღრმე და ფასი.

გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!“, — წერს მაიკ პომპეო.


გარეკანის ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი