ახალი ამბები

გუდაურში “ვიტამინის” შენობა დაიწვა

25 მაისი, 2020 • 1150
გუდაურში “ვიტამინის” შენობა დაიწვა

გუდაურში კაფე-ბარ “ვიტამინის” შენობა დაიწვა. “ვიტამინის” დაფუძნებელმა თეა კიკვაძემ ფეისბუკზე ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს, თუ როგორ იწვის შენობა.

“ნეტგაზეთი” ინფორმაციის დასაზუსტებლად “ვიტამინის” წარმომადგენლებს დაუკავშირდა, მათი განმარტებით, ჯერ უცნობია ხანძრის გაჩენის მიზეზი, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ ცეცხლი ელექტრობიდან გაჩენილიყო. მათივე ინფორმაციით, ცეცხლი დღეს, დაახლოებით 11:00-12:00 საათისთვის გაჩნდა.

საგანგებო მდგომარეობების მართვის სამსახურის ცნობით, შეტყობინება ხანძრის შესახებ 112-ში არ დაფიქსირებულა, თუმცა გუდაურის ტერიტორიაზე მომუშავე მეხანძრე-მაშველებმა შეამჩნიეს კვამლი, ადგილზე მისვლის შემდეგ კი შენობა უკვე დამწვარი დახვდათ. უწყების ცნობით, ამ ეტაპზე ღია ცეცხლი არ არის და ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

https://www.facebook.com/tea.kikvadze.1/videos/10163446206005386/

მასალების გადაბეჭდვის წესი