ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში COVID-19-ის შემთხვევები 452-ით გაიზარდა – სულ 7113

25 მაისი, 2020 • 1046
სომხეთში COVID-19-ის შემთხვევები 452-ით გაიზარდა – სულ 7113

სომხეთში COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი დღე-ღამეში 452-ით გაიზარდა და, ჯამში, 7113 გახდა.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ამჟამად მკურნალობას 3842 პაციენტი გადის, 87 კი გარდაიცვალა. ამასთან, სომხეთი ცალკე აღრიცხავს იმ პაციენტებს [39], რომლებსაც კორონავირუსის ინფექცია ჰქონდათ, თუმცა “სხვა მიზეზებით” გარდაიცვალნენ.

კორონავირუსის გავრცელების განსაკუთრებული რისკების გამო, სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, კარანტინი გამოცხადდა საკურორტო ქალაქ სევანში და 3 ივნისამდე ჩაიკეტა.

ამასთან, ქვეყანაში უკვე მოიხსნა გარკვეული შეზღუდვები. აღდგა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გაიხსნა სავაჭრო ცენტრები, კაფეები, რესტორნები.

მასალების გადაბეჭდვის წესი