25 მაისის 10:00 საათის მონაცემებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რიცხვმა 731-ს მიაღწია.
4 ადამიანით, 526-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა. უცვლელია გარდაცვლილთა რაოდენობა – საქართველოში კორონავირუსით სულ 12 ადამიანია გარდაცვლილი.
კარანტინის რეჟიმშია მოთავსებული 3 076 ადამიანი, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ – 300.