ახალი ამბები

დევნილთა სააგენტოს მისაღები ცენტრი მუშაობას 25 მაისიდან გააგრძელებს

24 მაისი, 2020 •
დევნილთა სააგენტოს მისაღები ცენტრი მუშაობას 25 მაისიდან გააგრძელებს

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 25 მაისიდან დევნილთა და ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მოქალაქეთა მისაღები ცენტრი მუშაობას განაახლებს.

უწყების თქმით, ცენტრში შესვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ პირბადით, თერმოსკრინინგის პროცედურის გავლის შემდეგ. დამონტაჟდება მინის ბარიერები და დაცული იქნება 2-მეტრიანი დისტანცია.

„25 მაისიდან, ასევე სრულად აღდგება, კორონავირუსის გავრცელების გამო, დროებით შეჩერებული მონიტორინგისა და დაკანონების ჯგუფების სამუშაო ვიზიტები. თხოვნით მივმართავ იძულებით გადაადგილებულ პირებს ხელი შეუწყონ ჩვენი სააგენტოს თანამშრომლებს საქმიანობის განხორციელებაში“, – განაცხადა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი