ახალი ამბები

მოპედის ქურდობის მცდელობის ბრალდებით პირი დავაკავეთ – შსს

24 მაისი, 2020 • 1120
მოპედის ქურდობის მცდელობის ბრალდებით პირი დავაკავეთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თქმით, გორში მოპედის ქურდობის მცდელობის ბრალდებით პირი დააკავეს.

როგორც უწყება ამბობს,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალაქ გორში, ანწუხელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, მოქალაქის კუთვნილი მოპედის მოპარვას ცდილობდა.

ქურდობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ეს მუხლი, სასჯელის სახით, მათ შორის, ითვალისწინებს 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

გარეკანი ფოტო 14 თებერვალსაა გადაღებული და მას გორში დაკავებულთან კავშირი არ აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი