საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გამოჯანმრთელდა – 13 პაციენტი.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური ხელმძღვანელის, მარინა ეზუგბაიას თქმით, სულ ქვეყანაში კორონავირუსის 730 შემთხვევა დადასტურდა, საიდანაც 522 გამოჯანმრთელდა.
„დღესდღეობით კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 196 პაციენტი,“ – ამატებს ეზუგბაია ჟურნალისტებთან საუბრისას.
რაც შეეხება ახალ ინფიცირებულებს, ეზუგბაიას ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია – ის მუშევანიდან გადმოიყვანეს, ხოლო მეორე საკარანტინე სივრცეში იმყოფებოდა.