ახალი ამბები

შსს-მ ინსპექტორ-გამომძიებელი გამოძალვის ბრალდებით დააკავა

23 მაისი, 2020 • 1090
შსს-მ ინსპექტორ-გამომძიებელი გამოძალვის ბრალდებით დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი გამოძალვის ბრალდებით დააკავა. ამის შესახებ ინფორმაცია უწყების პრეს-რელიზშია.

შსს-ის განცხადებით, გამოძალვის ბრალდებით დააკავეს მახინჯაურის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი.

უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლით, რაც 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი