ახალი ამბები

„ანას ბაღის დამცველები“ მერიასთან აქციას მართავენ

23 მაისი, 2020 •
„ანას ბაღის დამცველები“ მერიასთან აქციას მართავენ

„ანას ბაღის დამცველები“ თბილისის მერიასთან აქციას მართავენ.

„[კახა კალაძემ] დაურეკოს სამშენებლო კომპანიას, შეაჩეროს სამშნებლო ნებართვა, თორემ მიიღებს უარეს პროტესს 13 ივლისს. კახი კალაძე, შენ გაქვს ერთი საათი იმისთვის, რომ შეაჩერო მნშენებლობა და დაიწყო ადგილმონაცვლეობის პროცედურა ანას ბაღში“, — განაცხადეს აქციაზე.

აქამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ აქტივისტები, ვინც ანას ბაღის გადასარჩენად იბრძვის „უსაქმური ადამიანების ჯგუფია“.

რამდენიმე კვირის წინ თბილისის საქალაქო სასამართლომ “ანას ბაღის” აქტივისტების შუამდგომლობის საფუძველზე მშენებლობა შეაჩერა აქტივისტებსა და მშენებელ კომპანიას შორის დავის დასრულებამდე, თუმცა შემდეგ ეს გადაწყვეტილება კომპანიამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ შუამდგომლობა განიხილა და ისევ საქალაქო სასამართლოს გაუგზავნა. “ანას ბაღის” აქტივისტების  განმარტებით, ამით სააპელაციო სასამართლომ კომპანიას შეჩერებული მშენებლობის აღდგენაზე, ფაქტობრივად, მწავნე შუქი აუნთო.


ვარკეთილში მცხოვრები მოქალაქეების ჯგუფი უკვე რამდენიმე თვეა, მათ მეზობლად არსებული “ანას ბაღის” გადასარჩენად აქციებს მართავს. ტერიტორიაზე მორიგეობაც კი დააწესეს, რათა მის მომიჯნავედ კორპუსის აშენება ვერ მოხერხდეს.

ვარკეთილის ზემო პლატოს მე-2 მიკრორაიონის კორპუსებს შორის ერთი პატარა სკვერია, რომელსაც “ანას ბაღი” ჰქვია. სკვერს ეს სახელი ერთ-ერთი მეზობლის გარდაცვლილი შვილიშვილის პატივსაცემად დაარქვეს და უკვე 3 წელია, რაც მოსახლეობა მას მშენებლობისგან იცავს.

სამეზობლო ყვება, რომ სკვერის მომიჯნავედ მიწის ნაკვეთი 2016 წელს გასხვისდა, 2018 წელს კი ტერიტორიაზე მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობაზე თბილისის არქიტექტურის სამსსახურმა ნებართვა გასცა.

მეზობლების თქმით, მას შემდეგ სკვერის გადასარჩენად ხან მერიას მიმართავენ, ხან მშენებარე კომპანიას. ასევე, აწყობენ საპროტესტო აქციებს.

რაც შეეხება კომპანიასა და მერიას, ისინი ამბობენ, რომ სკვერს საფრთხე არ ემუქრება. კომპანიის მიერ თბილისის არქიტექტურის სამსახურზე განთავსებული განმარტებითი ბარათის მიხედვით, მშენებლობისას არ იგეგმება არც ხეების მოჭრა.

სამეზობლოს წევრებს ამ განცხადებების არ სჯერათ. მათ თქმით, თუ სკვერის წინ მრავალბინიანი კორპუსი აშენდება, სკვერი “ბეტონის მარწუხებში” მოექცევა და განადგურდება.

ეს არის უსაქმური ადამიანების ჯგუფი – კალაძე “ანას ბაღის” აქტივისტებზე

მასალების გადაბეჭდვის წესი