ახალი ამბები

ოჯახში ძალადობის ბრალდებით კახეთში ერთი პირი დააკავეს

23 მაისი, 2020 •
ოჯახში ძალადობის ბრალდებით კახეთში ერთი პირი დააკავეს

ოჯახში ძალადობს ბრალდებით პოლიციამ კახეთში ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით 1984 წელს დაბადებულმა გ.ა-მ მეუღლეს, 1975 წელს დაბადებულ ე.მ-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი