ნეტგაზეთი | “სილქ როუდ ჯგუფის” სასტუმროები და საკვები ობიექტები ივნისიდან გაიხსნება “სილქ როუდ ჯგუფის” სასტუმროები და საკვები ობიექტები ივნისიდან გაიხსნება – Netgazeti

“სილქ როუდ ჯგუფის” სასტუმროები და საკვები ობიექტები ივნისიდან გაიხსნება

რესტორნები, კაფეები, სასტუმროები და სხვადასხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, რომლებსაც „სილქ როუდ ჯგუფის“ კომპანია “სილქ ჰოსპიტალიტი” მართავს, ივნისიდან ეტაპობრივად ისევ უმასპინძლებს სტუმრებს.  

„ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ჩვენი სტუმრების და თანამშრომლების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა.  დღეს, ამ რთულ პერიოდში ამ მიდგომამ ბევრად სხვა დატვირთვა და მასშტაბი შეიძინა. ჩვენი გუნდის ძირითადი რესურსი მიმართულია უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დამკვიდრებისკენ და უმაღლესი ხარისხის მომსახურების შექმნისკენ.

ჩვენი მთავარი ამოცანაა, ჩვენს ობიექტებში მოსულ სტუმარს მაქსიმალური კომფორტი შევთავაზოთ, ისე რომ მან ნაკლებად იგრძნოს კოვიდ 19-ის გამო დაწესებული შეზღუდვები. ჩვენს სტუმრებს დავახვედრებთ უსაფრთხო და დაცულ გარემოს, სადაც გათვალისწინებული იქნება ყველა საერთაშორისო და ადგილობრივი რეკომენდაცია.  ჩვენი ობიექტის ყველა თანამშრომელმა საგანგებო ტრეინინგი გაიარა და დიდი სიხარულით ელიან სტუმრებთან შეხვედრას. პირველი ივლისიდან უვკე საერთაშორისო ტურისტებს ვუმასპინძლებთ,” – ამბობს “სილქ ჰოსპიტალიტის” გენერალური დირექტორი იორდი ქიუითი.

გახსნის გეგმა

 I ეტაპი

  • 8 ივნისი: თბილისში გაიხსნება, ღია სივრცეები –  “ივერია ტერასა” და  რესპუბლიკის მოედანზე მდებარე “კაფე ივერია”, რესტორანი “რესპუბლიკა ტერასა” და “რესპუბლიკა 24”.
  • წინანდალი: სტუმრებს მიიღებს წინანდლის მამულის ბაღი და რადისონ ქოლექშენის რესტორანი “თავადი ალექსანდრე”.
  • ბათუმი: “ივერია ბიჩი”

II ეტაპი

  • 15 ივნისიდან: თბილისში ამოქმედდება სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერია”, სრულად ამოქმედდება სასტუმროს ღია და დახურული აუზები.
  • სრული დატვირთვით ამოქმედდება წინანდლის მამული: პარკი, მუზეუმი, “წინანდლის მამულის” მეღვინეობა და ორი სასტუმრო “რადისონ ქოლექშენი” და  “პარკ ჰოტელი”.
  • ბათუმი: სრულიად ამოქმედდება სასტუმრო “რადისონ ბლუ” ბათუმი და მასში შემავალი საკვები ობიექტები : აუზი, რესტორანი “მედეა” და “ქლაუდს ბარი”.  
  • 22 ივნისიდან თბილისში გაიხსნება რესტორანი “უმამი” და იტალიური რესტორანი “ფილინი”
  • #welcome

რადისონი

სილქ ჰოსპიტალიტი“ სილქ როუდ ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომელსაც საქართველოში სატუმრო და გასართობი ბიზნესის სექტორში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უჭირავს, 14 მოქმედი ობიექტითა და 2000-ზე მეტი თანამშრომლით. სილქ ჰოსპიტალიტი თანამშრომლობს მსოფლიოში სასტუმროების ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ჯგუფთან Radisson Hotels Group-თან. ასევე თავად მართავს სასტუმროებს, რესტორნებსა და გასართობ დაწესებულებებს და უზრუნველყოფს საკონსულტაციო მომსახურებას სასტუმროებისა და რესტორნების მართვის სფეროში.

სილქ ჰოსპიტალითის ობიექტები:

  • Radisson Blu Iveria Hotel, Tbilisi; Radisson Blu Hotel, Batumi; Radisson Collection Hotel  Tsinandali Estate; Park Hotel Tsinandali Estate; Tsinandali Estate Winery; Casino Iveria Tbilisi; Casino Iveria Batum; Republic Event Hall, Tbilisi; Republic Rooftop Restaurant-Bar-Terrace, Tbilisi; Restaurant Republic 24, Tbilisi; Noble Savage Club, Tbilisi; Iveria Beach Club, Batumi; Gate Night Club, Batumi; Neptune Sport Complex, Tbilisi

უახლოეს მომავალში იგეგმება დედაქალაქის ცენტრში კიდევ ერთი  სასტუმრო “ტელეგრაფის” გახსნა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი