ახალი ამბები

საკარანტინო ზონებში ამ დრომდე 120-მდე შემთხვევა გამოვავლინეთ – გამყრელიძე

22 მაისი, 2020 • 702
საკარანტინო ზონებში ამ დრომდე 120-მდე  შემთხვევა გამოვავლინეთ – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, საკარანტინო ზონების მეშვეობით ქვეყანაში კორონავირუსის 120-მდე დადებითი შემთხვევა აღმოაჩინეს. ამის შესახებ გამყრელიძემ მთავრობასთან შეხვედრისას განაცხადა.

“საკარანტინო ზონებმა ძალიან გაამართლა ქვეყანაში, ჩვენ საკარანტინო ზონებში დაახლოებით 120-მდე ახალი შემთხვევა დავაფიქსირეთ. ამით პრევენცია გავაკეთეთ ამ შემთხვევების და ამან სერიოზული როლი ითამაშა შეკავების ფაზაში”, – განაცხადა გამყრელიძემ.

22 მაისის 11:35 საათის მონაცემებით, საქართველოში ამ დრომდე კორონავირუსის 723 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის გამოჯანმრთელდა 495 და გარდაიცვალა 12 პაციენტი. ამჟამად კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3259 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 323 პირია მოთავსებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი