ახალი ამბები

შსს-მ საგანგებო მდგომარეობის დარღვევის 69 ფაქტი გამოავლინა

22 მაისი, 2020 •
შსს-მ საგანგებო მდგომარეობის დარღვევის 69 ფაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის დარღვევის 69 ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ უწყების პრეს-რელიზშია ნათქვამი.

შსს-ს თქმით, 21 მაისის 21 საათიდან 22 მაისის დილის 6 საათამდე „კომენდანტის საათის“ დარღვევის გამო დაჯარიმდა 59 ადამიანი.

ავტომობილით მგზავრთა გადაყვანის შეზღუდვის დარღვევის გამო დაჯარიმდა 8 მოქალაქე. გარდა ამისა, გამოვლინდა თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევის 2 შემთხვევა.


საგანგებო მდგომარეობა საქართველოში 22 მაისს მოიხსნება. მასთან ერთად იხსნება „კომენტანტის საათი“ 23 მაისის 00:00 საათიდან.

თუმცა ძალაში რჩება გარკვეული შეზღუდვები, მათ შორის მანქანით 3 პირზე მეტის გადაადგილების აკრძალვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი