დღეს, 21 მაისს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლებაში მკვლელობა მოხდა.

აღნიშნულ საკითხზე “ნეტგაზეთი” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა.

უწყებაში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.