ახალი ამბები

გურიაში 26 წლის ბიჭი მოკლეს – ბრალდებული დაკავებულია

21 მაისი, 2020 • 1805
გურიაში 26 წლის ბიჭი მოკლეს  – ბრალდებული დაკავებულია

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. შემთხვევა დღეს, 21 მაისს მოხდა.

როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

უწყებაში “ნეტგაზეთს” ასევე განუცხადეს, რომ პოლიციამ განზრახ მკვლელობის საქმეზე ერთი პირი უკვე დააკავა:

“გამოძიებით დადგინდა, რომ  მიმდინარე წლის 21 მაისს ჩოხატაურის  მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურში, ურთიერთშელაპარაკებისას,ბრალდებულმა  შ.ჯ-მ თავის ნაცნობს –  1993 წელს დაბადებულ ა.კ.-ს, მისსავე საცხოვრებელ სახლში სანადირო თოფიდან
გასროლით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.  დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა”, – აცხადებენ უწყებაში.

ბრალი დამტკიცების შემთხვევაში 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი