ახალი ამბები

საგანგებო მდგომარეობა იმოქმედებს 22 მაისის 00:00 საათამდე – ჩიქოვანი

21 მაისი, 2020 •
საგანგებო მდგომარეობა იმოქმედებს 22 მაისის 00:00 საათამდე – ჩიქოვანი

საქართელოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, საგანგებო მდგომარეობა იმოქმედებს 22 მაისის 00:00 საათამდე და მოიხსნება 23 მაისს. ეს ასევე ეხება ე.წ. კომენდანტს საათსაც.

„გადაწყვეტილება, რომელიც დღეს გაჟღერდა, უკავშირდება იმას, რომ  22 მაისის შემდგომ, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არ იქნება საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი. ეს გულისხმობს იმას, რომ შეზღუდვა იმოქმედებს 22 მაისის 00:00 საათამდე და შეზღუდვა მოიხსნება 23 მაისს.

რაც შეეხება სხვა შეზღუდვების შემსუბუქებას, როგორც აქამდე ყოველ კონკრეტულ შეზღუდვაზე მსჯელობდა საკოორდინაციო საბჭო მთავრობის, ეპიდემიოლოგების და მედიკოსების მონაწილეობით და, როგორც კი საშუალება მოგვეცემა, ეს შეზღუდვები იქნება ეტაპობრივად მოხსნილი“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

დღეს, 21 მაისს, პრემიერმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ საგანგებო მდგომარეობა და მასთან ერთად დაწესებული ე.წ. კომენდანტის საათი 22 მაისის შემდეგ აღარ გაგრძელდება.

22 მაისის შემდეგ კომენდანტის საათი აღარ გაგრძელდება

მასალების გადაბეჭდვის წესი