ახალი ამბები

საქართველოსა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტებმა ისტორიაში პირველად ისაუბრეს — ზურაბიშვილი

21 მაისი, 2020 • 1262
საქართველოსა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტებმა ისტორიაში პირველად ისაუბრეს — ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, სამხრეთ კორეის პრეზიდენტს, მუნ ჯე ინს ესაუბრა. ამგვარად, ეს გახდა ორი ქვეყნის პრეზიდენტების პირველი საუბარი ისტორიაში. შესაბამისი განცხადება ზურაბიშვილმა „ტვიტერში“ გამოაქვეყნა და თან ფოტოც დაურთო.

„დღევანდელი საუბარი მუნ ჯე ინთან იყო ისტორიაში პირველი შემთხვევა, როცა საქართველოსა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტებმა ისაუბრეს. მზად ვართ გადავიდეთ უფრო კონკრეტულ ნაბიჯებზე თავისუფალ ვაჭრობასთან, ტურიზმთან და თანამშრომლობასთან დაკავშირებით პანდემიის დასრულების შემდეგ“, — წერს ზურაბიშვილი.


გარეკანის ფოტო: სალომე ზურაბიშვილის „ტვიტერიდან“

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი