რუსეთის სამხედრო სასწავლებლის 25 სტუდენტი, რომლებიც რუსეთიდან ცხინვალში ჩამოსვლის შემდეგ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორკვირიან კარანტინში მოათავსეს, 20 მაისს გაიპარნენ. ინფორმაციას ოსური მედია “სპუტნიკ-ოსეტიას” წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობითვე, სამართალდამცველებმა ისინი უკვე იპოვეს და საკარანტინო ზონაში დააბრუნეს.
ოსური მხარის ცნობით, ბოლო პერიოდში რუსეთის სამხედრო სასწავლებლებისდან ცხინვალში ვადაზე ადრე 250-მდე სტუდენტი დაბრუნდა.
დღეის, 21 მაისის ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე კორონავირუსის 34 შემთხვევაა დადასტურებული. ასევე, ოფიციალური ცნობითვე, თითქმის ყველა პაციენტი რუსეთის ფედერაციიდან დაბრუნებული სამხედრო სასწავლებლის სტუდენტია.








