ახალი ამბები

იანვრიდან ივნისამდე ვინც დაკარგა სამსახური, ყველა მიიღებს 200-ლარიან კომპენსაციას – მაჭავრიანი

21 მაისი, 2020 • 1208
იანვრიდან ივნისამდე ვინც დაკარგა სამსახური, ყველა მიიღებს 200-ლარიან კომპენსაციას – მაჭავრიანი

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აცხადებს, რომ მთავრობისგან 6 თვის განმავლობაში 200-ლარიან კომპენსაციას ის პირები მიიღებენ, რომლებმაც 2020 წლის პირველ კვარტალში ერთხელ მაინც აიღეს ხელფასი და პირველ ივნისამდე სამსახური დაკარგეს.

მინისტრის თქმით, გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად შესაბამისი ცვილილება დადგენილებაში უკვე შევიდა:

“პირველ კვარტალში ერთი თვის განმავლობაში მაინც თუ უფიქსირდებოდათ ხელფასი და პირველ ივნისამდე თუ დაკარგეს სამსახური, ნებისმიერი პერიოდიდან, იმ ადამიანებს ერგებათ ეს კომპენსაცია. იყო გაუგებრობა, რატომ ვრცელდებოდა საგანგებო პერიოდში, თუმცა კორონავირუსის გავლენა ეკონომიკაზე საქართველოში უკვე თებერვლიდან იგრძნობოდა. ეს გაუგებრობა რომ არ ყოფილიყო, დადგენილებაში შევიდა ცვლილება და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, პირველ ივნისამდე უნდა წარადგინონ ინფორმაცია იმ ადამიანებზე, ვისაც ერთხელ მაინც ჰქონდა პირველ კვარტალში მიღებული ხელფასი და დღეს უკვე ეს ხელფასი აღარ ერიცხებათ, მოგვაწოდონ მათი საბანკო ანგარიშები, რათა დროულად გადავრიცხოთ თანხა” ,- ამბობს მაჭავარიანი.

მისივე განმარტებით, კომპენსაციის ეს წესი ეხება იმ დასაქმებულებსაც, რომლებიც ამ პერიოდში დეკრეტში იმყოფებოდნენ და ამის გამო ხელფასი არ ერიცხებოდათ.

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა სრულად

მასალების გადაბეჭდვის წესი