რუსეთში, ადიღეს რესპუბლიკის ერთ-ერთ რაიონში, კორონავირუსით 150 ადამიანზე მეტი დაკრძალვაზე დაინფიცირდა, იუწყება „დოჟდი“.
ტელეარხის ცნობით, დაკრძალვას ადგილი ჰქონდა 1 მაისს და მას დაახლოებით 500 ადამიანი ესწრებოდა.
დაკრძალვაზე, როგორც გამოვლინდა, კორონავირუსის აფეთქებას ჰქონდა ადგილი: 19 მაისისთვის ამ კლასტერიდან 150 დაინფიცირებულზე მეტი იყო.
მომხდარის გამო რაიონის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა.