ახალი ამბები

ვანო მერაბიშვილი “ნაციონალურ მოძრაობაში” იქნება – უგულავა

21 მაისი, 2020 • 1776
ვანო მერაბიშვილი “ნაციონალურ მოძრაობაში” იქნება – უგულავა

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერის, გიგი უგულავას ინფორმაციით, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი “ნაციონალურ მოძრაობას” შეუერთდება.

უგულავას თქმით, ვანო მერაბიშვილს ორიოდე დღის წინ შეხვდა.

“საბოლოო ჯამში, პარტიულად ის „ნაციონალურ მოძრაობაში“ იქნება. როგორი ფორმით, რანაირად, ეს უკვე „ნაციონალური მოძრაობის საქმეა. ჩვენ მეგობრები ვართ, მაგრამ მეგობრობა სხვა რამეა, პარტიულობა – სხვა. საიდუმლო გავეცი? – მე მეგონა, ეს ყველასთვის ცხადი იყო“, – განაცხადა უგულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“.

“ნეტგაზეთი” “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან” ელოდება ზემოაღნიშნული ინფორმაციის დაზუსტებას, რომელსაც მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

 

.

მასალების გადაბეჭდვის წესი