ახალი ამბები

აშშ-დან ნებისმიერი კომენტარი საქართველოს წარმატების სურვილს ეფუძნება- დეგნანი

20 მაისი, 2020 • 652
აშშ-დან ნებისმიერი კომენტარი საქართველოს წარმატების სურვილს ეფუძნება- დეგნანი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის თქმით, აშშ-ის სენატორების და კონგრესმენების შეფასებები საქართველოს მხარდამჭერების პოზიციად უნდა იქნას აღქმული.

“ყოველთვის თავს ვიკავებ, კომენტარი გავაკეთო აშშ-ის ხელისუფლების სხვა შტოს წარმომადგენელთა განცხადებაზე, ვინაიდან კონგრესი ძალიან დამოუკიდებელია აღმასრულებელი შტოსგან, რომელსაც მე წარმოვადგენ. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ნებისმიერი კომენტარი, რომელიც მომდინარებს შეერთებული შტატებიდან, მომდინარეობს ადამიანებიდან ან ჯგუფებიდან, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოს წარმატებით. მათ სურთ ნახონ, რომ საქართველო აგრძელებს გზას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ; მათ სურთ, საქართველომ აისრულოს ოცნებები, რომელიც თავად დაისახა – ძლიერი დემოკრატიული საზოგადოების შექმნა, რომელიც ხალხს უფრო მეტ ეკონომიკურ კეთილდღეობას სთავაზობს. ნებისმიერი კომენტარი საქართველოს წარმატებაში დახმარების სულისკვეთებით უნდა მივიღოთ”, – განაცხადა დეგნანმა 20 მაისს გამართულ ონლაინ  პრესკონფერენციაზე.

ბოლო პერიოდში ამერიკელმა კონგრესმენებმა და სენატორებმა საქართველოს ხელისუფლებას არაერთი წერილი მისწერეს, სადაც პოლიტიკური მართლმსაჯულების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ. ასევე საუბრობენ პრობლემებზე, რომლებიც ამერიკულ ბიზნესს საქართველოში ექმნება.

კონგრესმენები პომპეოსგან საქართველოს საკითხზე რეაგირებას ითხოვენ – წერილი

მასალების გადაბეჭდვის წესი