ახალი ამბები

დეგნანის პასუხი ირანთან საქართველოს კავშირებზე

20 მაისი, 2020 • 1165
დეგნანის პასუხი ირანთან საქართველოს კავშირებზე

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი არ პასუხობს კითხვას ირანთან და რუსეთთან საქართველოს კავშირების თაობაზე, რის შესახებაც ამერიკელი სენატორების წერილში იყო საუბარი.

“როგორც წესი, ჩვენ კომენტარს არ ვაკეთებთ ხელისუფლების იმ დამოუკიდებელი შტოს განცხადებებზე, რომელსაც არ წარმოვადგენთ. თუმცა, თუ გადავხედავთ ჩვენს ურთიერთობას საქართველოსთან, ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი თანამშრომლობა და კომუნიკაცია სხვადასხვა საკითხებზე, განსაკუთრებით, როცა საქმე შეეხება თანამშრომლობას უსაფრთხოების სფეროში. შესაბამისად, როდესაც გარკვეული საკითხი წამოიჭრება ხოლმე, გვაქვს კომუნიკაციის ძალიან ღია ფორმატი, რომლის ფარგლებშიც ვწყვეტთ საკითხს. კომუნიკაციის პრობლემა არ დგას და ჩვენი თანამშრომლობა საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში საკმაოდ ღრმაა”, – განაცხადა დეგნანმა ონლაინ-პრესკონფერენციაზე.

ამერიკელი სენატორები სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსადმი მიწერილ წერილში საუბრობენ ირანელი ბიზნესმენების მცდელობაზე, საქართველოს ფინანსური ინსტიტუტების მეშვეობით თავი აარიდონ ამერიკულ სანქციებს. ასევე, უკანონო ვაჭრობაზე, მათ შორის, ამბობენ, რომ ბათუმის პორტი კვლავ ირანის უკანონო ნავთობის აქტივობების სამიზნეა.

კონგრესმენები პომპეოსგან საქართველოს საკითხზე რეაგირებას ითხოვენ – წერილი

მასალების გადაბეჭდვის წესი